პირველ სართულზე განლაგებულია ღვინის მარანი, ბუხრის დარბაზი 60 კაცზე, ბილიარდისა და ტენისის მაგიდები.
მეორე სართულზე – მისაღები ჰოლი, სამზარეულო, 4 საძინებელი აბაზანა-ტუალეტით, აივანი.
მესამე სართულზე – საკონფერენციო დარბაზი, 4 საძინებელი, აბაზანა-ტუალეტი, აივანი. ოთახები კონდიცირებულია.
სასტუმროს ეზოში თქვენ შეგიძლიათ დაისვენოთ ლამაზ ფარდულში, გაგრილდეთ საცურაო აუზში. აქვეა განლაგებული კაკლის ხეივანი 30X20, რომელიც იტევს 40 კარავს.
სასტუმროში რვა (8) საძინებელია:
1 საძინებელი – ორ ადგილიანი;
2 საძინებელი – ოთხ ადგილიანი;
5 საძინებელი – სამ ადგილიანი;
სასტუმრო ერთდროულად იღებს 25 ვიზიტორს.
ღამისთევა დილის საუზმით
ღამისთევა ორჯერადი კვებით
ღამისთევა სამჯერადი კვებით
ანგარიშსწორება ხდება როგორც ნაღდი, ასევე გადარიცხვით.
სასტუმრო ტურისტულ ჯგუფებს უზრუნველყოფს ტრანსპორტით. ასევე სთავაზობს 1-2-3 დღიან ტურებს კახეთში, 1-10 დღიან ტურებს საქართველოს მასშტაბით.